ბელგიაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებისთვის კარანტინი გამოცხადდა

ბელგია პირველი ქვეყანა გახდა, სადაც მაიმუნის ყვავილით დაავადებულთათვის სავალდებულო 21-დღიანი კარანტინი გამოცხადდა.

ამის შესახებ Politico წერს.

ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოებმა ქვეყანაში ოთხი შემთხვევის გამოვლენის შემდეგ მიიღეს.

აღინიშნება, რომ მაიმუნის ყვავილით ინფიცირებულებს თვითიზოლაცია არ დასჭირდებათ, მაგრამ უნდა იყვნენ ფხიზლად, განსაკუთრებით, თუ რისკჯგუფის ადამიანებთან იმყოფებიან კონტაქტში.

21 მაისს ჯანმო-მ 12 ქვეყანაში მაიმუნის ყვავილის უკვე 92 შემთხვევაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები