მეუფე იაკობი: ხელისუფლება იმისთვის მყავს, რომ არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს – ვალდებულია, თავის ხალხს მოუსმინოს
“მე ხელისუფლება იმისთვის მყავს, რომ არც მოსკოვს მოუსმინოს, არც ბრიუსელს, არც ვაშინგტონს, არც სხვას – ვალდებულია, თავის ხალხს მოუსმინოს, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი პირები საქართველოს ომში ჩართვისკენ მოუწოდებენ, რაც უგუნურობაა.
“ხშირად მოგვიწოდებენ ომისკენ, ჩვენ ვხედავთ და როგორი ადამიანები მოგვიწოდებენ? საქართველოში რამე სიკეთე აქვთ გაკეთებული? ან თვითონ, უკრაინაში ცხოვრობენ, ხელისუფლების სხვადასხვა შტოებიდან არიან და უკრაინისთვის სასიკეთო რა უნდა გააკეთონ, როდესაც მე ვფიქრობ, რომ რასაც ჩვენ მოგვიწოდებენ, სრული უგუნურობაა. ისინი არიან უგუნურები. ვინ არიან ეს უგუნური ადამიანები? რამდენი ხანია რაც ომი დაიწყო, ჩვენ დახმარების მეტს რას ვაკეთებთ? და რა უნდათ ახლა, იმათ ჭკუაზე ვიაროთ? ჩვენ იმათ ჭკუაზე არასდროს ვივლით. ხელისუფლებაც და ოპოზიციაც იმისთვის უნდა იყოს, რომ თავისი ხალხისთვის იფიქროს. ის კი არა, ერთმანეთს ფეხი დავუდოთ. და რა უნდა ე.ი.? დაიქირავონ ჩვენი მთავრობა, ჩვენმა მთავრობამ იჯარით მისცეს ეს მიწა და პოლიგონად გავხადოთ საქართველო და დავიშალოთ? პირდაპირ გეტყვით რა უნდა მოხდეს, მაგი უნდა მოხდეს. მართლა კუმ ფეხი გამოყოო მასე მოსდით და ჭკვიანად იყვნენ. თორემ ადრე თუ გვიან შევხვდებით და პასუხსაც მოვთხოვთ. ნუ გვექცევიან ასე ქართველებს.
მე ჩემი ხელისუფლება იმისთვის მყავს, არც მოსკოვს არ მოუსმინოს, არც ბრიუსელს არ მოუსმინოს, არც ვაშინგტონს მოუსმინოს, არც სხვას… თავის ხალხს უნდა მოუსმინოს. დარბიან მსოფლიოში მერე, რომ გვიშველეთ, გვიშველეთ ასე ხდება, ისე ხდება. ეს არის საქართველო და კეთილი ინებოს უცხოეთმა თუ უნდა ჩვენთან ურთიერთობა… საქართველოს ყოველთვის ჰყავდა მტერი შემოსეული. უკრაინაში რაც ხდება, მთელი ჩვენი ისტორია სულ მასე ხდებოდა. ჩვენთვის ვინ იბრძვის? ჩვენ ყოველთვის ჩვენთვის ვიბრძვით და ნურავინ ნუ დაგვამადლის. ჩვენ ვიბრძოდით ხოლმე სხვების თავისუფლებისთვის”,- განაცხადა მეუფე იაკობმა.