რუსეთის ფედერაციის კომუნისტურმა პარტიამ ხუთი ათასი ბავშვის პიონერებად კურთხევის ცერემონია მოსკოვის „წითელ მოედანზე“ ჩაატარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
ბავშვებმა „პიონერთა ფიცი“ დადეს, სადაც სამშობლოს სიყვარული შეჰფიცეს. მათ პირობა დადეს მუდმივად იცხოვრონ, ისწავლონ და იბრძოლონ სამშობლოს კეთილდღეობისთვის და შეასრულონ პიონერების კანონები.
ღონისძიება „ლენინის სახელობის საკავშირო პიონერული ორგანიზაციის“ 100 წლისადმი მიძღვნილ იუბილეზე ჩატარდა.