ავსტრალიაში საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციურმა პარტიამ გაიმარჯვა

ავსტრალიაში საპარლამენტო ფედერალური არჩევნები ჩატარდა, სადაც გამარჯვება ავსტრიის ლეიბორისტულმა პარტიამ მოიპოვა, რომელიც ოპოზიციაში 2013 წლიდან იმყოფება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი კორესპონდენცია ავრცელებს.

ხმების 67,4% დათვლის შემდეგ ლეიბორისტულმა პარტიამ 52% მიიღო და პარლამენტის პალატაში 71 ადგილი დაიკავა. საპარლამენტო უმრავლესობის მისაღებად პარტიას 151-დან 76 ადგილი სჭირდება.

მოსალოდნელია, რომ ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანეზი გახდება, მაგრამ ხმების ხანგრძლივი დათვლის გამო არ არის ცნობილი ექნება თუ არა პარტიას საკმარისი ადგილი უმრავლესობისთვის.

ავსტრალიის მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა და ლიბერალური პარტიის ლიდერმა სკოტ მორისონმა უკვე აღიარა მარცხი არჩევნებზე და თანამდებობის დატოვების შესახებ განაცხადა.

„დღეს მე ვესაუბრე ოპოზიციური პარტიის ლიდერს და მომდევნო პრემიერ-მინისტრ ენტონი ალბანეზს, მე მას არჩევნებში გამარჯვება მივულოცე“, – განაცხადა მან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები