თურქეთში სტუდენტური ავტობუსი გზიდან გადავარდა – დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი

თურქეთში მომხდარი საგზაო შემთხვევის შედეგად სულ მცირე 2 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 40-ზე მეტი პირი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ ტელეარხი NTV  იუწყება.

ავარია ნიგდეს პროვინციაში მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, კერძო ავტობუსის მძღოლმა, რომელსაც სტუდენტები გადაჰყავდა, გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე საჭე ვერ დაიმორჩილა და სავალი გზიდან გადავარდა.

დაშავებული საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. პოლიცია საქმეს იძიებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები