ბალტიის ქვეყნებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს

ბალტიის ქვეყნებმა კვირას, 22 მაისს, რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი შეწყვიტეს. ლიეტუვისთვის ეს რუსეთიდან ყველა ენერგორესურსის მიწოდების შეწყვეტას ნიშნავს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას LRT ავრცელებს.

მას შემდეგ რაც ოპერატორმა Nord Pool-მა „ინტერ რაო“-სგან ენერგიის შესყიდვა შეწყვიტა, ლიეტუვაში ელექტროენერგიის იმპორტი შეწყდა.

მომავალში ენერგიის მოხმარება დაკმაყოფილდება საკუთარი წარმოების ელექტროენერგიით და საჭიროების შემთხვევაში იმპორტს პოლონეთიდან, ლატვიიდან და შვედეთიდან მოიზიდავს.

ლიტვის ელექტრო ქსელის ოპერატორი Litgrid აღნიშნავს, რომ ამ ქვეყნებიდან იმპორტმა 2021 წელს მთელი იმპორტირებული ელექტროენერგიის 83% შეადგინა, ხოლო რუსეთიდან იმპორტი, ბოლო წლებში, თანდათან მცირდებოდა. ბელორუსიიდან ელექტროენერგიის იმპორტი 2020 წლის ნოემბრიდანაა შეჩერებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები