ირაკლი ღარიბაშვილი – ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა იქნეს დასჯილი  

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა იქნეს დასჯილი. ასეთი არის მოწყობა ნებისმიერი, თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფოსი – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს გორში, ნიკა გვარამიას საქმის შესახებ კომენტირებისას განაცხადა.

“მე ერთ რამეს გეტყვით, რომ  ნამდვილად ვერ შევალ მე ახლა დეტალებში და ვერ გავაკეთებ კომენტარს ბატონი გვარამიას შესახებ. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც კანონს დაარღვევს, ჩაიდენს დანაშაულს, უნდა იქნეს დასჯილი. ასეთი არის მოწყობა ნებისმიერი, თანამედროვე, სამართლებრივი, ცივილიზებული სახელმწიფო. ჩვენ თუ გვინდა რომ ვიყოთ ცივილიზებული, თანამედროვე დემოკრატია, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც კანონის უზენაესობა არის დაცული პირველ რიგში და არც ერთი ადამიანი არ არის კანონზე მაღლა მაშინ არ უნდა გაგვიჩნდეს კითხვები.

მე მინდა, გითხრათ, რომ პროცესი იმდენად გამჭვირვალედ წარიმართა, მე ამ შემთხვევაში არ ვსაუბრობ გვარამიაზე, ნებისმიერ ადამიანზე, პატიმარზე, სხვა პატიმრებზეც. ეს არ არის ჩემი საზრუნავი, ამისთვის ჩვენ გვყავს პროკურატურა და სასამართლო, რომელიც ბოლო 8-9 წლის განმავლობაში გახდა იმდენად ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე, აბსოლუტურად ღია, უამრავი რეფორმა განხორციელდა და ჩვენ მთელი ევროპის მასშტაბით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მასშტაბით და საერთო სტატისტიკას თუ ავიღებთ, ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი ვუსწრებთ წინ, ყველა მიმართულებით. მომისმინეთ, მე ვარ საქართველოს პრემიერ მინისტრი, გვარამია იყო კერძო კომპანიის დირექტორი, რომელმაც, როგორც მე ვიცი მოიპარა ფული თუ გააკოტრა კომპანია და რა შუაშია, მე რომ მადარებთ ახლა და ჩემი ჯახის წევრებს და რატომ სარგებლობს თურმე პრემიერ მინისტრის ოჯახი სახელმწიფო მანქანებით, ამას ეუბნებით ხალხს, ეს არის ტყუილი, ეს ერთი, მე კანონით მეკუთვნის სახელმწიფო მანქანები და ამის მიუხედავად მე ჩემი მანქანით გადავადგილდები. სხვა თემებზე მე აღარ მსურს საუბარი”,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები