Reuters: იტალია და გერმანია რუსულ გაზს რუბლში შეიძენენ

Reuters-ის წყაროს ინფორმაციით,  გერმანიამ და იტალიამ ნება დართო კომპანიებს გახსნან რუბლის ანგარიშები, რათა შეძლონ რუსული გაზის შეძენა და არ დაარღვიონ მოსკოვის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციები. 

Reuters-ის ორი წყაროს ცნობით, გერმანელმა გაზის იმპორტიორებმა აუწყეს რუბლის ანგარიშების გახსნის შესახებ რუსული გაზის შესასყიდად, სანქციების გვერდის ავლით.

აღსანიშნავია, რომ გერმანია წარმოადგენს რუსული გაზის უმსხვილეს იმპორტიორს რეგიონში და ის ყველაზე მჭიდროდ მოქმედებდა ევროკავშირთან აღნიშნულ საკითხში.

Reuters-ის მაღალჩინოსანი წყაროს ცნობით, იტალიის ხელისუფლება ასევე ესაუბრა ევროპულ კომისიას და მიიღო განმარტება იმის შესახებ, თუ როგორც შეიძინოს რუსული გაზი ლეგალურად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები