გერმანიის დასავლეთს ტორნადომ გადაუარა – დაშავებულია ათობით ადამიანი

პარასკევს, გერმანიის დასავლეთ ნაწილს ტორნადომ გადაუარა. შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა და მიყენებულია სერიოზული ზიანი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

ქალაქ პადერბორნში, უამინდობის გამო სულ მცირე 43 ადამიანი დაშავდა, მათგან 10-ის მდგომარეობა მძიმეა. მეზობელ ქალაქ ლიპშრადტში 100-ზე მეტი ადამიანი ხაფანგში აღმოჩნდა ახლოსმდებარე ღია აუზთან, მას შემდეგ რაც წაქცეულმა ხეებმა გასასვლელი ჩახერგეს.

მთელი ქალაქის ტერიტორია მნიშვნელოვნად დაზიანდა. კათოლიკური ეკლესიის გუმბათი ჩამოვარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები