ზელენსკი: ვიწვევთ პარტნიორ ქვეყნებს, შექმნან მექანიზმი, რომლითაც ყველა, ვინც რუსეთის ქმედებებით დაზარალდა, შეძლებს კომპენსაცია მიიღოს

ვიწვევთ პარტნიორ ქვეყნებს, ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას და შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველა, ვინც რუსეთის ქმედებებით დაზარალდა, შეძლებს ყველა დანაკარგისთვის კომპენსაცია მიიღოს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორი ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ არსებული რუსული ქონება უნდა იყოს ჩამორთმეული ან გაყინული.

„ჩვენ ვიწვევთ პარტნიორ ქვეყნებს, ხელი მოაწერონ მრავალმხრივ შეთანხმებას და შექმნან მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ყველა, ვინც რუსეთის ქმედებებით დაზარალდა, შეძლებს ყველა დანაკარგისთვის კომპენსაცია მიიღოს. ასეთი შეთანხმების თანახმად, პარტნიორი ქვეყნების იურისდიქციის ქვეშ არსებული რუსული ქონება უნდა იყოს ჩამორთმეული ან გაყინული, შემდეგ კი სპეციალურად შექმნილ ფონდში გადამისამართებული, საიდანაც რუსული აგრესიის ყველა მსხვერპლს შეუძლია შესაბამისი კომპენსაცია მიიღოს. ეს იქნება სამართლიანი. რუსეთი იგრძნობს ყველა რაკეტის, ყოველი ბომბის, ყოველი ჭურვის ნამდვილ წონას, რომელიც მან ჩვენკენ გაისროლა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები