პენტაგონმა განაცხადა, რომ არ არსებობს მინიშნებები იმის შესახებ, რომ რუსეთმა უკრაინაში ლაზერული იარაღი გამოიყენა მას შემდეგ, რაც კრემლმა განაცხადა, რომ მტრის თვითმფრინავებზე შეტევის განსახორციელებლად ლაზერებს იყენებდა.
ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
„ჩვენ არ გვაქვს რაიმე მითითება უკრაინაში ლაზერების, ყოველ შემთხვევაში, შეიარაღებული ლაზერების გამოყენების შესახებ. ამის დამადასტურებელი არაფერია“, – განაცხადა პენტაგონის სპიკერმა, ჯონ კირბიმ ჟურნალისტებთან საუბარში.
აღნიშნული განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც რუსეთმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ახალი თაობის მძლავრ ლაზერებს იყენებდნენ.
რუსეთის ვიცე-პრემიერმა, იური ბორისოვმა, რომელიც პასუხისმგებელია სამხედრო განვითარებაზე, კვირის დასაწყისში განაცხადა, რომ მოსკოვმა შეიმუშავა ახალი თაობის ლაზერული იარაღი, რომელიც დაწვავდა მათ სამიზნეებს. მისი თქმით, ლაზერული იარაღი სახელწოდებით „ზადირა“ უკრაინაში გამოიყენებოდა.