ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალიდან“ უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „აზოვსტალის“ ქარხნიდან უკრაინელი მებრძოლების ევაკუაციის პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.

„დღეის მდგომარეობით გაყვანილია ყველა მშვიდობიანი მოქალაქე, რომელიც ქარხანაში იყო ბლოკირებული. ქარხნის მახლობლად მყოფი ან მარიუპოლში მყოფი სხვა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია დიდი ხნის წინ დაიწყო. მშვიდობიანი მოქალაქეები, ექიმები, დაჭრილები გამოიყვანეს. ამ მომენტში, როცა ვსაუბრობთ, ვიცი, რაც ხდება. ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში, არც დღეებში, უახლოეს პერიოდში დასრულდება ყველას გამოყვანა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის სტრუქტურა და პროცესი რთულია.

„ჩვენ შევთანხმდით, რომ შუამავლები – დასავლელი პარტნიორები – განბლოკვით დაკავდებიან. მოველაპარაკე თურქეთს, შვეიცარიას, ისრაელს, როცა დავინახეთ, რომ მისი განბლოკვა სამხედრო გზით შეუძლებელი იყო“, – განაცხადა უკრაინის ლიდერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები