გორის მერიის დაფინანსებით ახალგაზრდებისთვის პროექტი – „ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის“ განხორციელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ახალგაზრდებისათვის კიდევ ერთი პროექტი „ახალგაზრდები ჯანსაღი მომავლისთვის“ განხორციელდება.

მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში ცხადდება თანასწორგანმანათლებელთა შესარჩევი კონკურსი 16-დან 18 წლამდე სკოლის მოსწავლეებისა და 18-დან  24 წლამდე სტუდენტებისთვის, რომლებიც ტრენერულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ და ცხოვრების ჯანსაღი წესის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების მიმართულებით მიღებულ ცოდნას თანატოლებს გაუზიარებენ.

„პროექტის მონაწილეები გაივლიან UNESCO-ს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით შემუშავებულ თემატურ სესიებს რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, ასევე TOT მეთოდოლოგიურ ტრენინგს თანასწორგანმანათლებლებისთვის.

პროექტის საბოლოო ეტაპზე სულ შეირჩევა 12 თანასწორგანმანათლებელი, რომლებიც ჩაატარებენ სასწავლო-საინფორმაციო სესიებს გორის მუნიციპალიტეტში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში.

პროექტით დაინტერესებულ ახალგაზრდებს განაცხადის შევსება შეუძლიათ ბმულზე: https://bit.ly/3NiDQ8k.  განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2022 წლის 1-ლი ივნისი.

პროექტს ახორციელებს ასოციაცია „ჰერა ოცდაერთი“ გორის მუნიციპალიტეტის მერიის „ახალგაზრდული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში“, – აღნიშნულია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები