ლიეტუვა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს

ლიეტუვა რუსული ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს.

როგორც „ბიბისი“ იტყობინება, ამის შესახებ ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტრომ განაცხადა.

მათივე ცნობით, ლიეტუვა კვირას ელექტროენერგიის მომწოდებელ რუსულ კომპანია „ინტერ რაოსთან“ თანამშრომლობას შეწყვეტს.

ამრიგად, ლიეტუვა რუსეთიდან ყველა სახის ენერგიის – გაზის, ნავთობისა და ელექტროენერგიის მოხმარებას წყვეტს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არა მხოლოდ ლიეტუვის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე. ეს არის ჩვენი სოლიდარობის გამოხატულება მეომარი უკრაინისადმი, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ ჩვენი ფულით რუსული ომის მანქანა ფინანსდებოდეს“, – განაცხადა ლიეტუვის ენერგეტიკის მინისტრმა, დაინიუს კრეივისმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები