მთაწმინდის პარკი აფხაზეთის დღეს უმასპინძლებს

 23 მაისს, 15 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ აფხაზეთის  დღე აღინიშნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წლეულს აფხაზეთის დღეს მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 2014 წელს 23 მაისი – მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღე – აფხაზეთის დღედაც დააწესა. მას აქეთ ეს დღე ყოველწლიურად აღინიშნება.
პროგრამა:
აფხაზეთის ა/რ სავაჭრო-სამრეწველო პალატის მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა. მუსიკალური გაფორმება თამთა ცქვიტავასი.
აფხაზეთის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტო ციფრული მუზეუმის „SPHERO“ – სფეროს სივრცეში წარმოადგენს იმერსიული პროექციის „აღმოაჩინე აფხაზეთი“ – აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი უნიკალური კადრები – ჩვენებას.
აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს ფოტოგამოფენა „კადრები აფხაზეთიდან“ დამთვალიერებლებს გააცნობს გამოჩენილი ადამიანების იშვიათ ფოტოებს, რომლებიც აფხაზეთის ულამაზესი პეიზაჟების ფონზეა გადაღებული და იქაურ დაუვიწყარ ურთიერთობებს ასახავს.
აქვე გაიმართება კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ:
გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის სახელმწიფო საგუნდო კაპელა, ზვიად ბოლქვაძის ხელმძღვანელობით; ნუკრი კაპანაძე და ეკა მამალაძე (დუეტები კაპელასთან);
აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი „აფხაზეთი”;
აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა”;
გოგონათა ფოლკლორული ანსამბლი „გუმბათი”.
კონცერტს წარუძღვებიან სოხუმის კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობები: ვიკა კალანდია, ჯანო იზორია და ნიკა წერედიანი.
შენიშვნა: დღის მეორე ნახევარში ფუნიკულიორისკენ მიმავალი ტრამვაი დევნილებს უფასოდ მოემსახურება.
მისამართ: თბილისი, მთაწმინდის პარკი, რესტორან „ფუნიკულიორის“ მიმდებარე ტერიტორია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები