კანადამ რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა

კანადა აცხადებს, რომ რუს ოლიგარქებზე დამატებით სანქციებს აწესებს და აკრძალავს, რუსეთში ან რუსეთიდან ფუფუნების საგნების ექსპორტსა და იმპორტს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ახალი სანქციები შეზღუდვებს დაუწესებს 14 პირს, მათ შორის რუს ოლიგარქებს, მათი ოჯახის წევრებს და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო თანამოაზრეებს.

„ამ პირებმა უშუალოდ ხელი შეუწყვეს ვლადიმერ პუტინის უაზრო ომს უკრაინაში და პასუხისმგებელნი არიან უკრაინის ხალხის ტკივილსა და ტანჯვაზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, იმპორტის აკრძალვით მიზანში ამოღებული იქნება რუსული საქონელი, მათ შორის ალკოჰოლური სასმელები, ზღვის პროდუქტები, თევზი და არაინდუსტრიული ბრილიანტები, ხოლო ექსპორტის აკრძალვა ეხება ფუფუნების საგნებს, როგორიცაა ფეხსაცმელი, ძვირადღირებული ტანსაცმელი და სამკაულები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები