გერმანიაში უკრაინის ელჩი: ოლაფ შოლცმა შესაძლოა, დრო გააჭიანუროს, რათა უკრაინას მძიმე შეიარაღება არ მიაწოდოს
გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შესაძლოა, დრო გააჭიანუროს, რათა უკრაინას მძიმე შეიარაღება არ მიაწოდოს, – ამის შესახებ გერმანიაში უკრაინის ელჩმა, ანდრეი მელნიკმა RND-სთან ინტერვიუში განაცხადა.
როგორც უკრაინელმა დიპლომატმა აღნიშნა, „რამშტაინის” ავიაბაზაზე ნატოს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე მიღწეული იქნა შეთანხმება უკრაინული სახელმწიფოსთვის 50 ერთეული „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარის მიწოდების თაობაზე, თუმცა, საბრძოლო მასალების უკმარისობის გამო, მათი გადაცემა ჯერ არ მომხდარა.
„ჩვენ გვრჩება შთაბეჭდილება, რომ კანცლერს არ სურს ამის გაკეთება. გადაცემული იქნა მხოლოდ შვიდი თვითმავალი ჰაუბიცა, მაგრამ არა „ჩიტა“, „ლეოპარდი“ და „მარდერი“. ყველა მათგანი უკვე გამოყვანილია ექსპლუატაციიდან და სამხედრო მრეწველობამ შეიძლება გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობების დაზიანების გარეშე გადმოგვცეს“, – განაცხადა ანდრეი მელნიკმა.