აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტრო “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში მაიმუნის ყვავილთან დაკავშირებით საფრთხე არ არსებობს და მისი გაუვრცელებლობისთვის საკმარისი ზომები მიიღება.
ამის შესახებ მედიას უწყების ინფექციონისტმა, ლიამან გალიმოვამ განუცხადა.
„ვირუსი ჩვეულებრივ გვხვდება დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში, ტროპიკულ ტყეებთან ახლოს. ვირუსის ორი ძირითადი შტამია: დასავლეთ აფრიკული და ცენტრალურ აფრიკული. სიმპტომების თვალსაზრისით, ისინი ვლინდება ცხელების, თავის ტკივილის, შეშუპების, ზურგის ტკივილის, კუნთების ტკივილისა და სისუსტის სახით. როგორც კი ტემპერატურა იკლებს, სახეზე დაწყებული გამონაყარი სხეულის სხვა ნაწილებზეც ვრცელდება. უმეტეს შემთხვევაში, გამონაყარი ჩნდება ხელისგულებსა და ფეხებზე, არის მძიმე ქავილი“, – განაცხადა მან