ჯანმო: მაიმუნის ყვავილის ყველა შემთხვევა ენდემურ ქვეყნებში მოგზაურობასთან დაკავშირებული არ არის

ევროპაში მაიმუნების ყვავილის შემთხვევების რაოდენობა ჯერ კიდევ მცირეა, თუმცა, ზოგიერთი მათგანი არ არის დაკავშირებული იმ ქვეყნებში მოგზაურობასთან, სადაც დაავადება ენდემურად მიიჩნევა, რაც შეშფოთების საგანს წარმოადგენს.

ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს განცხადებაშია ნათქვამი.

„ამჟამად, რეგიონში შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია, მაგრამ არსებობს შეშფოთება, რომ ზოგიერთი მათგანი, როგორც ჩანს, არ უკავშირდება იმ ქვეყნებში მოგზაურობას, სადაც მაიმუნების ყვავილი ენდემურია. გარდა ამისა, მრავალი შემთხვევა გამოვლინდა ისეთ კლინიკებში, რომელთა მთავარი მიმართულება სქესობრივი გზით გადაცემული ინფექციებია”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც აღინიშნა, ამ დროისთვის უცნობია, რამდენად ფართოდ ვრცელდება ვირუსი მოსახლეობაში, თუმცა, უახლოეს დღეებში, მოსალოდნელია რაოდენობის ზრდა.

მაიმუნების ყვავილი გამოვლენილია დიდ ბრიტანეთში, შვედეთში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრალიაში, კანადაში, გერმანიაში, ესპანეთსა და აშშ-ში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები