ლანჩხუთის მერმა, საკრებულოს თავმჯდომარემ და სახელმწიფო რწმუნებულმა 96 წლის კარლო თავაძეს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს

ლანჩხუთის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ გურიაში სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ურუშაძესთან ერთად, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავი 96 წლის კარლო თავაძეს მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ამის შესახებ ინფორმაციას ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

ასევე, ალექსანდრე სარიშვილმა, ბესიკ ტაბიძემ და გიორგი ურუშაძემ, სოფელ ლესაში, ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიამ კარლო თავაძეს 1000 ლარი პირად ანგარიშზე ჩაურიცხა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები