ბრიტანეთმა მაიმუნების ყვავილის გავრცელების პრევენციისთვის ჩუტყვავილას ვაქცინის შესყიდვა აქტიურად დაიწყო

გაერთიანებული სამეფოს სამედიცინო უწყებამ ადამიანებში მაიმუნების ყვავილის გავრცელების წინააღმდეგ საბრძოლველად მედიკამენტების შეძენა აქტიურად დაიწყო.

ამის შესახებ Daily Mail-ი ბრიტანეთის ჯანდაცვის ორგანოებზე დაყრდნობით იტყობინება.

აღინიშნება, რომ უკვე შეძენილია ჩუტყვავილას ვაქცინის რამდენიმე ათასი დოზა, რომელიც ამ იშვიათი ვირუსული დაავადების პრევენციისთვის გამოიყენება.

ბოლო ინფორმაციით, გაერთიანებულ სამეფოში ვირუსის 9 შემთხვევაა გამოვლენილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები