ჯანმო “მაიმუნის ყვავილის” ინფექციასთან დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მაიმუნის ყვავილის გავრცელებასთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფის საგანგებო სხდომას გამართავს.
ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Daily Telegraph-ი ავრცელებს.
“მაიმუნის ყვავილის” შემთხვევები მსოფლიოს უკვე 10 ქვეყანაშია დაფიქსირებული.
დღეს გახდა ცნობილი გერმანიასა და საფრანგეთში პირველი ინფიცირების შესახებ.