რუსეთი დასავლეთის სამხედრო ოლქს აძლიერებს – წლის ბოლომდე 12 ქვედანაყოფი შეიქმნება
რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან საფრთხის საპასუხოდ, წლის ბოლომდე დასავლეთის სამხედრო ოლქში 12 ახალი სამხედრო ნაწილი და ქვედანაყოფი შეიქმნება.
მისი თქმით, დასავლეთის მიმართულებით ვითარება სამხედრო საფრთხეების გაზრდით ხასიათდება. კერძოდ, ევროპაში აშშ-ის სტრატეგიული ავიაციის ფრენების რაოდენობა 15-ჯერ გაიზარდა, ასევე, სისტემატური გახდა ამერიკული გემების შესვლა ბალტიის ზღვაში.
მანვე აღნიშნა, რომ „მიმდინარე ორგანიზაციული ღონისძიებების” ფარგლებში “ჯარებს თანამედროვე იარაღი და სამხედრო ტექნიკა”გადაეცემათ.
„წელს 2000-ზე მეტი ერთეული ასეთი ნიმუშების მიღება იგეგმება“, – დააზუსტა მინისტრმა.