“პოსტსაბჭოთა სივრცეში აშშ-ის ბიოლაბორატორიების ქსელი რუსეთს საფრთხეს უქმნის” – მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი მიიჩნევს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში შეერთებული შტატების ბიოლაბორატორიების ქსელი რუსეთისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

მისი თმით, ამ ლაბორატორიებში (ლუგარის) არც ისე მკაფიო საქმიანობა მიმდინარეობს, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის ტერიტორიაზე საშიში დაავადებების პათოგენების შეყვანის რისკს შეიცავს.

„მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს ბიოლაბორატორიების ქსელი, რომელიც ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას და ფუნქციონირებს პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში. ისინი ორგანიზებულია შეერთებული შტატების მიერ და იქ, მოგეხსენებათ, წმინდა სამეცნიერო კვლევის საფარქვეშ, არც ისე მკაფიო სამხედრო ბიოლოგიური აქტივობა გრძელდება. ის დაკავშირებულია ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე საშიში დაავადებების პათოგენების შეღწევის შესაძლებლობასთან“, – განაცხადა მედვედევმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ „ამერიკელები ყოველმხრივ უარყოფენ“ სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობაზე ბრალდებებს, “ფაქტები საპირისპიროს ადასტურებს”.

რა ფაქტებზეა საუბარი, მედვედევს არ უთქვამს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები