მედვედევი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ათწლეულების განმავლობაში გაგრძელდება

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ძალაში ათწლეულების განმავლობაში იქნება, შესაბამისად, “მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს უნდა დავეყრდნოთ”.

”მე და თქვენ მშვენივრად გვესმის, რომ შემოღებული სანქციები, როგორც ჩანს, ძალაში ძალიან დიდი ხანი იქნება”, – თქვა მან.

მედვედევის თქმით, შეზღუდვების გახანგრძლივებული ეფექტი იქნება იმ სიტუაციის მსგავსი, რომელიც ფიქსირდებოდა, მათ შორის, საბჭოთა წლებში.

”ანუ, ათწლეულების განმავლობაშ. ამიტომ, მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებს უნდა დავეყრდნოთ”, – დასძინა მან რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები