გამოკითხვა: პუტინს რუსების 76% ენდობა
კვლევითი ფონდის – “საზოგადოებრივი აზრის” მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, რუსეთის პრეზიდენტის საქმიანობას ნდობას რუსების 76% უჭერს.
გამოკითხვა 13-15 მაისს ჩატარდა და მასში 1,5 ათასმა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა, რუსეთის 53 რეგიონის 104 დასახლებულ პუნქტში. აღინიშნება, რომ სტატისტიკური უზუსტობა შესაძლოა, 2,5%-ში მერყეობდეს.
ამრიგად, პუტინს 76% ენდობა, 15% არ ენდობა, ხოლო 9%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.
აღსანიშნავია, რომ ფონდი “საზოგადოებრივი აზრი” რუსეთის საზოგადოებრივი კვლევის ბაზარზე ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა, რომელიც 1992 წელს შეიქმნა და რომლის მთავარი დამკვეთი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაა.
სხვა დამკვეთებს შორის არიან “გაზპრომი”, რუსეთის ბანკი, რია ნოვოსტი, “ვესტი”, “ნტვ”, “ინტერფაქსი” და სხვა.