ბლინკენმა მოსკოვი საკვების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა რუსეთი უკრაინასთან ომში საკვების იარაღად გამოყენებაში დაადანაშაულა.

გაერო-ს უშიშროების საბჭოში გამოსვლისას, აშშ-ის პირველმა დიპლომატმა რუსეთს მოუწოდა, შეწყვიტოს უკრაინის პორტების ბლოკირება.

„როგორც ჩანს, რუსეთის მთავრობას სჯერა, რომ სურსათის იარაღად გამოყენება ხელს შეუწყობს იმის მიღწევას, რისი მიღწევაც ვერ მოხერხდა შეჭრით – უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გადატეხა. მილიონობით უკრაინელისა და მილიონობით სხვა ადამიანის საკვები მთელს მსოფლიოში, ფაქტობრივად, რუსი სამხედროების მძევლად იქცა“, – თქვა ბლინკენმა.

დიპლომატმა უარყო რუსეთის ბრალდებები, რომ მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები სასურსათო კრიზისს აძლიერებს.

”საკვების იარაღად გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მოსკოვი იღებს, და მხოლოდ მოსკოვი. რუსეთის ხელისუფლების ქმედებების შედეგად, უკრაინაში 20 მილიონი ტონა მარცვლეულია გამოუყენებელი მაშინ, როდესაც გლობალური სურსათის მარაგი მცირდება, ფასები იზრდება, რაც იწვევს სურსათის დაუცველობას მთელს მსოფლიოში,” – აღნიშნა სახელმწიფო მდივანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები