საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს მინისტერიალში მონაწილეობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 19-20 ივნისს მონაწილეობს ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა მინისტრთა კომიტეტის 132-ე სესიაში.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მინისტერიალის ფარგლებში სიტყვით მიმართავს სესიის მონაწილეებს, ასევე ილია დარჩიაშვილი შეხვედრებს გამართავს როგორც ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან, ასევე ევროპის საბჭოს ხელმძღვანელ პირებთან.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 132-ე შეხვედრას იტალიის რესპუბლიკის თავმჯდომარეობით ტურინი მასპინძლობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები