„ქორების მიწა“ – დიმიტრი წიკლაურის ახალი წიგნის წარდგენა გაიმართება

20 მაისს, 18:30 საათზე, წიგნის მაღაზიაში „შაქრო ბაბუა“ დიმიტრი წიკლაურის ახალი რომანის – „ქორების მიწის“  წარდგენა გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დიმიტრი წიკლაური მკითხველმა თავდაპირველად პოეზიით გაიცნო. თვითმყოფადი, ღონიერი და რელიგიური სიღრმით დამუხტული პოეტური ხმა მას ყოველთვის გამოარჩევდა სხვა ავტორებისგან. ცოტა ხნის წინ ამ ხმამ პროზაული ფორმაც მოირგო და უცნაურ, იდუმალ ნოველებად იქცა.  „ქორების მიწა“ კი რომანია, რომელშიც დიმიტრი წიკლაურის შემოქმედებითი და პიროვნული მრწამსი სრულყოფილად გაცხადდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები