ლაგოდეხში ეროვნული სამოსის დღე გაიმართა

ლაგოდეხში, ეროვნული სამოსის დღე, საინტერესო გამოფენებით, პერფორმანსებით და ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტით გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ლაგოდეხის ა(ა)ი.პ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განვითარების ცენტრი ავრცელებს.

მათივე ცნობით, ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი, მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების წარმომადგენლებმა, დაცული ტერიტორიის მიმდებარედ, ეროვნული სამოსის თემაზე გამოფენის ჩვენებასთან ერთად, კონცერტი გამართეს. ღონისძიებას, მუნიციპალიტეტის მერი დაესწრო.

„დღევანდელი ღონისძიება, მუზეუმს მახსენებს ღია ცის ქვეშ, ისტორიის გაცოცხლება ქორეოგრაფიული შტრიხებით, ხელოვანთა ნამუშევრების გამოფენა – კიდევ ერთხელ გვახსენებს, ჩვენი ქვეყნის ტრადიციების, სულიერი და ეროვნული ღირებულებების დაცვის აუცილებლობას“, – აღნიშნა ჯონდო მდივნიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები