მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში საჯარო ლექცია „საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები“ გაიმართა

სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის განათლების, კულტურის, ძეგლთა დაცვის, ტურიზმის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ეგიდით, მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით სოფ. დიდი ჯიხაიშის ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე „საქართველოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლობის აქტზე ხელმომწერები“, რომელიც უახლესი ისტორიის დოქტორანტმა გიგა ჩალიგავამ და თანაწამყვანმა გიორგი ცაგარეიშვილმა წაიკითხეს.

ამის შესახებ ინფორმაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, ღონისძიებას მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გია მეიშვილი, კულტურის სამსახურის უფროსი ნატალია მანჯგალაძე, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი თინა ხარძიანი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

უწყების ინფორმაციით, 1977 წლიდან მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს გადაწყვეტილებით ამ დღეს მსოფლიოს 150 ქვეყანაში არსებულ სხვადასხვა მუზეუმებში კონფერენციები და ღია კარის დღეები იმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები