ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისში აქცია გამართეს
„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მხარდამჭერებმა თბილისში აქცია გამართეს.
აქციაზე შეკრებილებმა რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე მსვლელობით გადაინაცვლეს. ისინი ნიკა გვარამიას დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ მისი დაპატიმრება კრიტიკული მედიის ზეწოლაზე მიუთითებს.
აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური ტელეარხების მედიამენეჯერები და ჟურნალისტები იყვნენ.
საპროტესტო მსვლელობას ასევე შეუერთდნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები.
ცნობისთვის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ „რუსთავი 2“ -ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო. მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.