ნიკა გვარამიას სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ “რუსთავი 2” -ის საქმეზე ე.წ. მანქანის ეპიზოდზე დამნაშავედ ცნო.

მას 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ 11 მაისს გავიდა.

პროკურატურამ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას, ასევე, „რუსთავი 2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორ კახა დამენიასა და „ინტერ მედია პლიუსის“ დირექტორ ზურაბ იაშვილს ბრალი 2020 წლის 6 სექტემბერს წაუყენა.

გამოძიება ნიკა გვარამიას „რუსთავი 2“-ის ქონების გაფლანგვას, უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციასა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. „რუსთავი-2“-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახა დამენიას კი ტელეკომპანიის ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვა ედება ბრალად. რაც შეეხება ზურაბ იაშვილს, მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი დოკუმენტების დამზადებას ედავებიან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები