მუზეუმების დღესთან დაკავშირებით, ხელოვნების მუზეუმის განახლებული სივრცის პრეზენტაცია გაიმართა
მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის ერთ-ერთი კორპუსის განახლებული სივრცე გახსნა.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას მუზეუმების თანამშრომლები და დამთვალიერებლები ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებას მუზეუმების თანამშრომლები და დამთვალიერებლები ესწრებოდნენ.
თეა წულუკიანმა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს მიულოცა მუზეუმების საერთაშორისო დღე და აღნიშნა, რომ მუზეუმი ამ დღეს სიახლით ხვდება. ასევე, მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხელოვნების მუზეუმის თანამშრომლებს დაუღალავი შრომისა და თავდადებისთვის, რის შედეგადაც იქნა მუზეუმი და მასში დაცული ექსპონატები შენარჩუნებული.
ამ დღესთან დაკავშირებით შენობის ფოიეში მოეწყო მოძრავი ექსპოზიცია „ფოტოგამოფენა საგანძური“ და ანსამბლმა „ბასიანი“ შეასრულა საგალობლები.
„ინფორმაციისთვის, ხელოვნების მუზეუმის ე.წ. 80-იანი წლების შენობაში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ორ სართულს (1200 კვ/მ). ეს სივრცე პასუხობს ისეთ მნიშვნელოვან სამუზეუმო სტანდარტებს, როგორიცაა: დამთვალიერებლების, პერსონალისა და სხვა პირების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, კოლექციების უსაფრთხოება და დაცულობა, კომფორტი და შესაბამისი პირობები დამთვალიერებლისთვის, სათანადო სამუშაო პირობები პერსონალისთვის, და სხვ. გარემონტებულ სივრცეებში გათვალისწინებულია უსაფრთხოების დონეები, მოძრაობის სენსორები, სიგნალიზაციისა და დისტანციური მეთვალყურეობის სისტემები, დეტექტორები, სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, ელექტრომომარაგების ფუნქციები, არქიტექტურული პარამეტრები. რეაბილიტირებული ორი სართულიდან 200 კვ/მ არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საგამოფენო სივრცე, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის არქიტექტურული ფრაგმენტების ფონდის ექსპოზიცია მოეწყობა; 100 კვ/მ ეთმობა ხელოვნების მუზეუმის ბიბლიოთეკის ფონდსაცავს, სადაც დაცულია თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტი, მათ შორის მიკროკლიმატი – ჰაერის კონდიციონირება, ტენიანობის კონტროლი, ჰაერის ფილტრაციის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ასევე, რეაბილიტირებულ სივრცეში მოეწყო სამკითხველო და საოფისე ფართი, რომელშიც ხელოვნების მუზეუმის 47 თანამშრომელი განთავსდა.
ამჟამად, მიმდინარეობს ტენდერი შენობის მე-2-6 სართულების რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით. პროექტის სატენდერო ღირებულებაა 10 008 826 ლარი. შედეგად, უკვე 2024 წლისათვის, შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში ჩვენ მივიღებთ საქართველოში ყველაზე თანამედროვე საგამოფენო სივრცეს, ფონდსაცავს, საოფისე ფართსა და, როგორც უკვე აღინიშნა, ხელოვნების ნიმუშების ექსპერტიზის ლაბორატორიას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.