პაატა მანჯგალაძე: დასანანი იქნება, თუ პარლამენტის წევრებს მეტი გზა არ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ მანდატები დავხიოთ
“სტრატეგია აღმაშენებლის” წევრი, პაატა მანჯგალაძე “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის იმ მოსაზრებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს.
მანჯგალაძის თქმით, მამულაშვილის მოსაზრებას არ იზიარებს.
“მე პატივს ვცემ ქალბატონ ნონა მამულაშვილის აზრს, მაგრამ არ ვიზიარებ, სამწუხარო იქნება, დასანანი იქნება, თუ პარლამენტის წევრებს მეტი გზა არ დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ დავხიოთ მანდატები. მე არ მგონია ეს იყოს ძლიერი სტრატეგია, ეს არის სუსტი სტრატეგია. არავინ არის მანდატზე დახამებული, კიდევ ერთხელ ვამბობ, თუ ეს იქნება ერთიანი სტრატეგიის ნაწილი, რა თქმა უნდა განვიხილავთ, მაგრამ ამ ხალხისგან არ მომისმენია რა ხდება შემდეგ, მანდატს ვტოვებთ და ქუჩაში აზვირთებულია ხალხი და ვცვლით ხელისუფლებას, თუ ბიძინა ივანიშვილს ვუქმნით ახალ კომფორტის ზონას?!”, – აცხადებს მანჯგალაძე.