ერაყში ხორბლის მხოლოდ 4 თვის მარაგი რჩება
ერაყში ხორბლის ოთხი თვის მარაგი რჩება, – განაცხადა ქვეყნის ვაჭრობის სამინისტროს წარმომადგენელმა, მუჰამედ ხანუნმა, იტყობინება INA.
„არსებული მარაგებით მოთხოვნის 4 თვის განმავლობაში დაკმაყოფილება იქნება შესაძლებელი. აქედან გამომდინარე, საჭიროა სტრატეგიული რეზერვის გაზრდა, რაც მოითხოვს მთავრობისა და პარლამენტის ეფექტურ ზომებს სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, – თქვა ჰანუნმა.
გარდა ამისა, ერაყის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 17 მაისს გამოაცხადა ხორბლის შესყიდვის ფასის ზრდა ტონაზე 100 000 დინარით (დაახლოებით 68,5 აშშ დოლარით). ამგვარ ზომას მხარი ქვეყნის ეკონომიკური ბლოკის მინისტრებმა დაუჭირეს.
ამრიგად, ერაყში ერთი ტონა ხორბლის ღირებულებამ 850 000 დინარი (დაახლოებით 582,2 დოლარი) შეადგინა.