„მინიატურული ნამუშევრების ექსპოზიცია“ – სამხატვრო აკადემიის სტუდენტების გამოფენა გაიმართება
20 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის თვითმმართველობის განათლების დეპარტამენტი ინტერაქციულ ექსპოზიციას უმასპინძლებს, სახელწოდებით: „მინიატურული ნამუშევრების ექსპოზიცია“.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების მინიატურული ნამუშევრები სხვადასხვა მედიუმებში.
გამოფენას თან ახლავს სტუდენტების სკეჩინგის პერფორმანსი, სადაც ყველა დამთვალიერებელს ექნება საშუალება, მიიღოს მონაწილეობა ინტერაქციულ გამოფენაში და შექმნას ჩანახატები სამხატვრო აკადემიის სტუდენტებთან ერთად.
„ექსპოზიციის მიზანია, დამთვალიერებელს მივცეთ საშუალება, შევიდნენ ნამუშევრების შექმნის და არტისტების მუშაობის პროცესის შიდა სამზარეულოში, გაეცნონ და საკუთარ თავზე გამოცადონ, თუ რა გზას გადიან არტისტები, სანამ ნამუშევარს საბოლოო სახით წარმოუდგენენ საზოგადოებას.
გამოფენა ატარებს საგანმანათლებლო ხასიათს და ლაივ სკეჩინგში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს. დაგხვდებათ სახატავი მასალები და შეძლებთ, ჩაერთოთ და საკუთარი ხელით შექმნათ ჩანახატები, რომლებიც გამოიფინება სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ნამუშევრებთან ერთად ექსპოზიციაში.
გამოფენაში მონაწილეობას მიიღებენ: ივერი აბესაძე, თამარ თალი თოიძე, სოფია მაჭარაშვილი, ილია დავარაშვილი, ირუ მელაძე, მარიამ ხოსროშვილი, მეკო ჩაჩანიძე, რომან თვალაბეიშვილი, ეკატერინე თოთლაძე, დათუნა ბარნაბიშვილი, ალექსანდრე გიორგაძე, მარიამ ოკრიბელაშვილი, ელენე ლობჟანიძე, ილია მენაბდე, ლუკა ჭულუხაძე, კესანე ბაბუნაშვილი, მარიამ შოთნიაშვილი, თეკლა ბედიაშვილი, თათია მანგოშვილი, ნენე ლობჟანიძე, სოფო კორძახია, მარიამ ოკრიბელაშვილი, ნიკა გუდაძე, წერეთელი მიშო, ანა ჯაფარიძე, ეთო ველიჯანაშვილი, თეკლა ჯარიშვილი, ნანა გელაშვილი, ნატალია შუბითიძე, თეკლა კობახიძე, ლუკა ხოფერია, ნინო იველაშვილი, ლუკა კიკნაძე, დაჩი ბურკაძე, დადა ახვლედიანი, სანდრო წაქაძე, ნანუკა სიამაშვილი, საბა მერაბიშვილი, ილია არქანია, თეკლა ჯარიაშვილი, ანა ვოსკანოვა, ვიქტორია სარქისოვა, ნინო საყვარელიძე, სოფია მაჭარაშვილი, ანა დედაბრიშვილი, რატი ჯიმშერიშვილი, თამარ საბაური, ლანა დევიძე, ალექსანდრე გიორგაძე, მარიამ სანადირაძე, ხვიჩა წენგუაშვილი, ლუკა იშხნელი, ალექსანდრე გოგოლაძე, ანი გიგუაშვილი“. – ნათქვამია ინფორმაციაში.
ლინკი: https://www.facebook.com/events/680057016411501?
მისამართი: გობელენის მუზეუმი, შარდენის N19.