ერევანში დილიდან აქციის 280 მონაწილე დააკავეს
ერევანში, ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია დილიდან განახლდა.
ამ დროისთვის უკვე ცნობილია, რომ პოლიციამ აქციის 280 მონაწილე დააკავა.
ოპოზიციის მომხრეები, ტრადიციულად, ცდილობენ ქალაქის ქუჩების ბლოკირებას, რის შესაძლებლობასაც მათ ძალოვნები არ აძლევენ.
17 მაისის აქციაზე, ჯამურად, 417 ადამიანია დაკავებული.