“უკრაინის აღდგენა მთელი თაობის ამოცანა იქნება” – ევროკომისარი

ევროკომისარი ეკონომიკურ საკითხებში, პაოლო ჯენტილონი აცხადებს, რომ უკრაინის ომის შემდგომი აღდგენა სწრაფად ვერ მოხდება და ეს “მთელი თაობის ამოცანა იქნება”.

ამის შესახებ მან Die Welt-ს განუცხადა.

“უკრაინის აღდგენა მთელი თაობის ამოცანა იქნება. რეკონსტრუქცია განხორციელდება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების პარალელურად და ევროკავშირის წევრებს შორის კარგად უნდა იყოს კოორდინებული. ევროკავშირის ბიუჯეტში არსებობს სახსრები გაწევრიანების კანდიდატებისთვის, რომლებიც გარკვეულ პირობებში შეიძლება, გამოყენებულ იქნეს აღდგენისთვის. გარკვეული დრო იქნება საჭირო, რომ გახდეს ცხადი, რა თანხებზეა საუბარი, მაგრამ გათვლების დაწყება  უკვე მნიშვნელოვანი სიგნალია“, – განაცხადა ევროკომისარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები