ბელარუსში ტერაქტის მცდელობისთვის სიკვდილით დასჯიან – ლუკაშენკომ კანონს ხელი მოაწერა
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვით, ტერორისტული თავდასხმის მცდელობისთვის სიკვდილით დასჯიან.
კანონში შეტანილი ცვლილების მიხედვით, სიკვდილით დასჯას დაექვემდებარება უცხო სახელმწიფოს ან საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი “მკვლელობის მცდელობისთვის საერთაშორისო გართულებების ან ომის პროვოცირების მიზნით; აგრეთვე, საერთაშორისო ტერორისტული აქტის ან ტერორისტული აქტის ბირთვული ობიექტების, რადიოაქტიური ნივთიერებების ან ბირთვული მასალების, ქიმიური ან ბიოლოგიური ნივთიერებების გამოყენებით”.
ასევე, სიკვდილით დასჯა შეიძლება, ემუქრებოდეს პირს სახელმწიფო მოღვაწის ან საზოგადო მოღვაწის მკვლელობის მცდელობისთვის, რომლის მიზანია სახელმწიფო ორგანოების მიერ გარკვეული გადაწყვეტილების იძულებით მიღება ან მოსახლეობის დაშინება.
დოკუმენტი ძალაში მისი ოფიციალურად გამოქვეყნებიდან ათი დღის შემდეგ შევა.