თამარ ტალიაშვილი: აშშ-ის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში, როდესაც რეგიონში რუსეთის უპრეცედენტო აგრესიასთან გვაქვს საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია

აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში მაშინ, როდესაც რეგიონში რუსეთის უპრეცედენტო აგრესიასთან გვაქვს საქმე, არის ძალიან მნიშვნელოვანი, – ასე აფასებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თამარ ტალიაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის მრჩევლის, დერეკ შოლეს დაგეგმილ ვიზიტს საქართველოში.

მისი თქმით, ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამერიკისა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობას.

„აშშ-ის მთავრობის მაღალჩინოსნის ვიზიტი საქართველოში მაშინ, როდესაც რეგიონში რუსეთის უპრეცედენტო აგრესიასთან გვაქვს საქმე, არის ძალიან მნიშვნელოვანი.
ამით ხდება ხაზგასმა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის, აგრეთვე, აქცენტი კეთდება იმაზე, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შეხვედრების განმავლობაში საუბარი შეეხება უახლოეს მომავალში დაგეგმილ ნატოს მადრიდის სამიტს, ასევე, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებას“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე ეწვევა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები