“კარგი დღეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკული მომენტისთვის” – შვედეთმა და ფინეთმა ნატო-ში გაწევრიანების განაცხადი შეიტანეს

ნატო-ში შვედეთის ელჩმა, აქსელ ვერნჰოფმა და მისმა ფინელმა კოლეგამ, კლაუს კორჰონენმა ალიანსში გაწევრიანების განაცხადი წარადგინეს, რომელსაც მანამდე ხელი ამ ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს.

ამის შესახებ SVT იტყობინება.

განაცხადის გადაცემა ბრიუსელში, ალიანსის შტაბ-ბინაში მოხდა და ისინი უშუალოდ გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მიიღო.

სტოლტენბერგმა შვედეთისა და ფინეთის გადაწყვეტილებას “ისტორიული ნაბიჯი” უწოდა.

მისი თქმით, შვედეთი და ფინეთი ნატო-ს უახლოესი პარტნიორები არიან და წვლილი შეაქვთ ალიანსის საერთო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

“კარგი დღეა ჩვენი უსაფრთხოებისთვის კრიტიკულ მომენტში”, – თქვა სტოლტენბერგმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები