ბორელი: ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს
ევროკავშირი არ დაუშვებს, რომ უკრაინას რუსეთთან ომში იარაღი ამოეწუროს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა განაცხადა.
მისი თქმით, ევროკავშირი აგრძელებს უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, რომელიც ცვლის სიტუაციას ბრძოლის ველზე.
როგორც მან აღნიშნა, უკრაინის არმიის პოტენციალის გასაძლიერებლად ამჟამინდელი ძალისხმევა მხარდაჭერილი უნდა იყოს.
„უნდა შევავსოთ რესურსები და მარაგი. ეს მხარდაჭერა ამჟამად უმნიშვნელოვანესია, რადგან ომმა გარდამტეხ მომენტს მიაღწია და ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ უკრაინას აღჭურვილობა ამოეწუროს და ჩვენ ამას არც დავუშვებთ“, – განაცხადა ბორელმა.