ანდრეი ბილეცკი „აზოვსტალზე“: გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში – ყველაფერი კარგად იქნება

„აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი, ანდრეი ბილეცკი საზოგადოებას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან, რათა ზიანი არ მიაყენონ პროცესს.

როგორც მან ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ჯარისკაცები 82 დღის განმავლობაში გმირულად იბრძოდნენ რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ, რომლებიც იყენებდნენ რაკეტებს, აკრძალულ ბომბებს, საზღვაო და სახმელეთო არტილერიას, ჯავშანტექნიკას, ავიაციასა და სხვა იარაღს.

„80 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მათ მტრის გარემოცვაში პოზიციები შეინარჩუნეს. მტრის უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობით, ავიაიერიშით, გემებით, საარტილერიო დაბომბვით და ა.შ. გააკეთეს ისეთი რამ, რაც აუცილებლად დარჩება სამხედრო ისტორიის სახელმძღვანელოებში. მთავარი ამოცანა ფოლადის ხალხის გადარჩენაა, რადგან ისინი სჭირდება, პირველ რიგში უკრაინას. ახლა მთავარია, თქვენი ვარაუდებით, იდეებით, არ დააზიანოთ მებრძოლების გადარჩენის ოპერაცია. დიდი თხოვნა მაქვს – ყველას, ვისაც სურს გაუზიაროს თავისი აზრები იმის შესახებ, რაც ხდება „აზოვსტალში“, შეინახეთ ისინი საკუთარ თავში“, – აცხადებს ბილეცკი.

მისი თქმით,  2-3 დღეში მარიუპოლის გარნიზონი ამ ოპერაციის შესახებ საჭირო და მკაფიო ინფორმაციას მიაწვდის.

„ამჟამად შემიძლია ვთქვა, რომ პოლკი კავშირშია. მე ვიცი, რა ხდება იქ, გარნიზონი ადგილზეა, იარაღით ხელში, ყველაფერი კარგად იქნება, დიდება უკრაინას!“,- აცხადებს „აზოვის“ პოლკის დამფუძნებელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები