საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა და უკრაინელ კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, მაკრონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზაობა, უპასუხოს უკრაინის მიერ გამოთქმულ მხარდაჭერის ყველა მოთხოვნას, განსაკუთრებით თავდაცვის აღჭურვილობის, საწვავის, ჰუმანიტარული დახმარების, ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერისა და დაუსჯელობის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ.
ამასთან, მან დაადასტურა, რომ საფრანგეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება გაგრძელდება და მომდევნო დღეებსა და კვირებში ინტენსიურად გაიზრდება.