ვლადიმერ პუტინი: ზოგიერთ ევროპულ ქვეყანას არ შეუძლია რუსულ ნავთობზე უარი თქვას
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროპის ზოგიერთ ქვეყანას არ შეუძლია უარი თქვას რუსულ ნავთობზე. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ევროპის ქვეყნები აგრძელებენ ახალი სანქციების შემოღებას ნავთობისა და გაზის ბაზრებზე. ეს ყველაფერი იწვევს ინფლაციას, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ საკუთარი შეცდომები აღიარონ, ისინი დამნაშავეებს ეძებენ“, – განაცხადა პუტინმა.
მისი თქმით, ევროკავშირის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა და მათ მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა რუსეთის ენერგორესურსებზე სრული უარის თქმის შესახებ, ნავთობზე ფასების ზრდა გამოიწვია.
„ევროპელები აღიარებენ, რომ მათ არ შეუძლიათ სრულად უარი თქვან რუსეთის ენერგორესურსებზე და ასევე აშკარაა, რომ ევროკავშირის გარკვეული ქვეყნები, სადაც რუსული ნახშირწყალბადების წილი განსაკუთრებით მაღალია, ჩვენს ენერგორესურსებზე დიდი ხნის განმავლობაში ვერ იტყვიან უარს“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.