უკრაინის ოფიციალური პირების განცხადებით, დონეცკის ოლქში, ქალაქ ბახმუტზე სარაკეტო დარტყმის შედეგად, სულ მცირე, ერთი ადამიანი დაიღუპა და მძიმედ დაშავდა 9 წლის ბავშვი.
ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, რაკეტის დარტყმამ ქალაქში ხუთსართულიანი შენობა გაანადგურა. დონეცკის რეგიონულ პოლიციაში აცხადებენ, რომ გარდაცვლილთა რაოდენობა ამ დრომდე ზუსტდება.
ბახმუტი უკრაინელი სამხედროებისთვის მნიშვნელოვანი კერაა, რადგან ქალაქის ჰოსპიტალში დაჭრილ ჯარისკაცებს მკურნალობა უტარდებათ.