ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების განაცხადს 18 მაისს წარადგენენ

STOCKHOLM, SWEDEN - MAY 17: Finland's President Sauli Niinisto poses for a picture with Swedish Prime Minister Magdalena Andersson at the Adelcrantz Palace on May 17, 2022 in Stockholm, Sweden. Finland's President Sauli Niinisto and his wife Jenni Haukio pay a State Visit to Sweden from May 17th to 18th, at the invitation of King Carl XVI Gustaf of Sweden. (Photo by Michael Campanella/Getty Images)

ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს 18 მაისს წარადგენენ.

ამის შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრმა, მაგდალენა ანდერსონმა სტოკჰოლმში ფინეთის პრეზიდენტ საულ ნინისტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„დემოკრატიამ გაიმარჯვა, მთელი გაზაფხული ფინეთის დემოკრატიის ტრიუმფი იყო“, – აღნიშნა ფინეთის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ 15 მაისს შვედეთის მმართველმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ განაცხადა, რომ მიღებულია გადაწყვეტილება ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანასთან დაკავშირებით. ამავე დღეს, ალიანსში წევრობის შესახებ ოფიციალური განცხადება ფინეთმაც გააკეთა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები