ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნავად მსვლელობა დაიწყო

ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღის აღსანიშნავად ქაშუეთის ტაძრიდან სიონის ეკლესიის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო. ღონისძიება საქართველოს საპატრიარქოს ორგანიზებით მიმდინარეობს.

მსვლელობის დაწყებამდე ქაშუეთის ტაძარში საქართველოს პატრიარქის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ პარაკლისი გადაიხადა.

„არის რამდენიმე უმთავრესი ნიშან-თვისება, ეს არის – გონება, სიტყვა, რელიგია და ქორწინება. ამ მხრივ ჩვენ შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენთვის ძვირფასია ოჯახი როგორც ღვთისგან ბოძებული სიწმინდე და როგორც ადამიანის ერთ-ერთი უმთავრესი ნიშან-თვისება. როდესაც ადამიანი ხელყოფს ოჯახის სიწმინდეს, შეურაცხყოფს მას, როდესაც ადამიანი აკნინებს სიტყვის ნიჭს, როდესაც ადამიანი უარყოფს რელიგიას, რა თქმა უნდა, ეს იმას ნიშნავს რომ გონებასაც კარგავს”, – განაცხადა მეუფე შიომ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები