ჟოზეფ ბორელი: საქართველო და მოლდოვა რუსეთიდან საფრთხის ქვეშ არიან – ჩვენ მზად ვიქნებით, მხარი დავუჭიროთ ამ ქვეყნებს ისევე, როგორც – უკრაინას

საქართველოსთვის ჩვენი გზავნილი ისეთივეა, როგორც ყოველთვის – ჩვენ დავეხმარებით საქართველოს, რითაც შეგვიძლია, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის თავდაცვის მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირი მზად იქნება, საქართველოს ისევე დაუჭიროს მხარი, როგორც ეს ხდებოდა უკრაინის შემთხვევაში.

“საქართველო და მოლდოვა რუსეთიდან საფრთხის ქვეშ არიან, ჩვენ მზად ვიქნებით, დავეხმაროთ ამ ქვეყნებს, ისევე – როგორც უკრაინას ვეხმარებით. საბედნიეროდ, საქართველოსა და მოლდოვაში ომი არ არის“, – განაცხადა ბორელმა.

საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე ბორელმა აღნიშნა, რომ ეს მისი კომპეტენცია არ არის.

“საქართველოსთან ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ეს ჩემი კომპეტენცია არ არის”, – აღნიშნა ჟოზეფ ბორელმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები